დმანისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

დმანისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიაში გავრცელებული ინფორამციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მანქანა შეეჯახა. 4-ვე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის „პუბლიკა“ შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს.