დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედო დაიღუპა. ინფორმაციას გაერთიანებული ოპერაციულ შტაბის პრესცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაარღვია, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. დაღუპულია ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.
„ოკუპანტები აგრძელებენ სროლას დასახლებებიდან და საარტილერიო სისტემებს ათავსებენ საცხოვრებელ კორპუსებთან. ამით მტერი ცდილობს აიძულოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გახსნას ცეცხლი, რათა უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში. ნუ გახსნით ცეცხლს საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მისამართით და დაიცავით საერთაშორისო სამართალი”- ნათქვამია შტაბის განცხადებაში.