დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტმა ლიდერებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს - REUTERS

პუბლიკა

როგორც Reuters წერს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს.

გამოცემის ცნობით, თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას მობილიზაციის შესახებ. ასევე, თვითაღიარებული ლუგანსკის სეპარატისტმა ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი მსგავს განკარგულებას.


დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედო დაიღუპა. ინფორმაციას გაერთიანებული ოპერაციულ შტაბის პრესცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაარღვია, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. დაღუპულია ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.