დუმილი ახალისებს ძალადობას, დადექით ჩვენს გვერდით, ერთად დავხვდეთ კობახიძეს - სტუდენტები

პუბლიკა

სტუდენტური მოძრაობის წევრმა სტუდენტებმა მოქალაქეებს და მათ ლექტორებს ხვალ აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდებს. როგორც ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნიკა კალანდაძემ აღნიშნა დღეს ნიკო მანაგაძეზე თავდასხმაც აქციასთან იყო დაკავშირებული, რადგან მანაგაძე საპროტესტო შეკრებების ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორია.

„ირაკლი კობახიძის ლექციის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინა დღეს თსუ-ს პირველ კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელს, ნიკო მანაგაძეს. ნიკო აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის ზონდერებმა ამ გზით სცადეს მისი დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება.

ჩვენი პასუხია: „ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტნი მოვალთ ხვალ”. მივმართავთ ლექტორებს, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, დადექით იმ სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება.

მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდია: გამოდით დილით 9 საათზე და გამოდით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოვუწოდებთ ყველას, მოქალაქეებს, დადექით ჩვენს გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე ვიკრიბებით. ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან. ერთად დავხვდეთ კობახიძეს”.

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრს, ნიკო მანაგაძეს თსუ-თან თავს დაესხნენ.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაგდა მემანიშვილი ამბობს, მანაგაძეს თსუ-ს პირველ კორპუსთან ოთხამდე უცნობი პირი სასტიკად გაუსწორდა.