„ბოლოს ღამის 3 საათზე ნახეს" — რას ეუბნება „პუბლიკას" დაკარგული დათი გავაშელის მეგობარი

პუბლიკა

თბილისში ეძებენ დათი გავაშელს. ძებნის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში facebook-ზე 15 იანვარს ინფორმაცია მისმა ცოლმა გაავრცელა.

როგორც „პუბლიკას” დათი გავაშელის მეგობარი ეუბნება, ის ბოლოს დღეს, 16 იანვრის დილას, აღმაშენებლის ხეივანზე ნახეს ძაღლთან ერთად, ძაღლი დატოვა, თავად კი მიიმალა.

ოჯახი და მეგობრები დათი გავაშელს 15 იანვრის 17:00 საათიდან ეძებენ. როგორც თავდაპირველად წერდნენ, ის თავის ლაბრადორთან ერთად დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

ვიდეოკამერის კადრში ჩანს, რომ დათი გავაშელი ძაღლს ასეირნებს, კაცს მოკლესახელოებიანი მაისური აცვია.