„ძალადობაზე საუბარი არასდროსაა გვიან, კარგი იქნება, თუ ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს“ - წულუკიანი

პუბლიკა

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრში ამბობენ, რომ ისინი გმობენ ძალადობას და თუ დადგინდება მსახიობის ბრალეულობა, ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ. თეატრმა ასევე მოხსნა სპექტაკლი, სადაც ბესო ზანგური თამაშობდა.

თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში მიზოგინიურ და ჰომოფობიურ კომენტარებს ავრცელებდა.

მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ღიად საუბარს მრავალი მხარდამჭერი და სოლიდარობის გამომხატველი გამოხმაურება მოჰყვა.

დღეს პირველად გააკეთა კომენტარი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ის ამბობს, რომ თავსგადახდენილი ძალადობის შესახებ საუბარი არასდროს არ აროს გვიან.

„ძალადაობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არამცთუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. ჩვენ მსხვერპლს ვერასოდეს ვერ ვუსაყვედურებთ იმას რატომ არ იალაპარაკე დროზეო, ეს არ არის არასდროს სწორი და გამართლებული.

ვთვლი, რომ შექნილი მდგოამარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მხარემ არამედ მეორემ უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.