ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება-გავრცელებისთვის პირს 6 წელი მიესაჯა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულს დამამცირებლად მოეპყრო, მასზე რამდენჯერმე იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„ასევე რამდენჯერმე იძალადა მასზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, რაც ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, რაც ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ძალადობა(ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა(ორი ეპიზოდი)), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile