ძალადობრივი ჯგუფები „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრას ცდილობენ

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრების ნაწილი მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მივიდა.

„TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი შენობაშიც შევიდა.

შეჭრის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას.

„პუბლიკის“ ჟურნალისტი ადგილიდან რამდენიმე წუთში შეძლებს ინფორმაციის მოწოდებას. მასალა განახლდება.


ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ, უზიანებენ ტექნიკას და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

მათ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას იუწყება „ტელეკომპანია პირველი“. ფოტოზე ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორი, რომელსაც ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ საუბრობს „ფორმულა“, რომელიც იუწყება, რომ მათ გადამღებ ჯგუფს სცემეს; „ტაბულა“, რომელიც აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტს თავში კეტი ჩაარტყეს, „რუსთავი 2“, „ნეტგაზეთი“, „on.ge“ „მთავარი არხი“.