ძალიან დამწყდა გული, რას ემიჯნებიან, რა საჭირო იყო ეს განცხადება? - თაბაგარი „რიონის მცველებზე“

პუბლიკა

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დღეს განცხადება გაავრცელა და „თბილისი პრაიდს“ ჰომოფობიური მოტივით გაემიჯნა.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ გულდაწყვეტილია და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რამ განაპირობა ამ განცხადების გავრცელების საჭიროება. მით უფრო, რომ „თბილისი პრაიდმა“ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა.

„სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან დამწყდა გული. მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან სალომე ბარკერი გამოაგდეს, წინა დღით კი ქვიარაქტივისტებს ბანერები ჩაადებინეს. მიუხედავად ამისა „თბილისი პრაიდმა“ 23 მაისს ძალიან კარგი განცხადება გაავრცელა, სადაც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, აქციებზეც ვიყავით თბილისში. ისედაც სათავეში კი არ ედგნენ ამ მოძრაობას, რას ემიჯნებიან საერთოდ? ან რა საჭირო იყო ეს განცხადება, ვერ ვხვდები. უბრალოდ, გული ძალიან დამწყდა“, – აცხადებს გიორგი თაბაგარი.


პრაიდის კვირეული 1 ივლისს დახურული კინოჩვენებით დაიწყო. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები.

დახურული ჩვენების ადგილას მივიდნენ ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ფილმის ჩვენებაზე მისული სტუმრების მისამართით კი კვერცხებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებსაც, რომლებსაც ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე კორდონი ჰქონდათ მოწყობილი.

პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა, 23 პირი დააკავეს. ისინი დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

LB loan image desktop LB loan image mobile