ძალიან სწორადაა შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, რა არ უნდა იყოს? - ღუდუშაური

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას მმართველი პარტიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა სახელმძღავნელოსთან დაკაშირებულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი.

„სახელმძღვანელოში აბსოლუტურად სწორად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?! დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან და თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ სახელმძღვანელოში ის საგმირო საქმეები არ არის ასახული, რაც ჩაიდინა, რისთვისაც არის მსჯავრდებული და რაზეც მიმდინარეობს არაერთი საქმე,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.


5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობის ფოტოები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.

იგი მოხსენიებულია ქველმოქმედად და მეცენატად, მოთხრობილია მისი მოკლე ბიოგრაფია და ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაღრმავდა ევროპული ინტეგრაცია.

ამან სოციალურ ქსელებში პროტესტი გამოიწვია დღეისთვის დაგეგმილია საპროტესტო აქციებიც.