ადამიანმა თქვა, მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“ , – ასე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარია საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებას, თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
მისი თქმით, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეობიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის.
„საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის, გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული ქვეყნის ეკონომიკისთვის რეფორმა. სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ჰკითხეთ, სერიოზულია თუ არა. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“ , – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა.
ყოველთვის ვილოცებ რეფორმისთვის – საპენსიო სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა
09 დეკემბერი, 2019
სურგულაძის თქმით, რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ის ილოცებს.
„თავიდან გარკვეული კითხვები ისმოდა რეფორმის შესახებ. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი და კარგად იმუშავა. დღეს ეს ნეგატივი არის ნიველირებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სააგენტო, ვიდრე ვინმე ელოდა. ეს ნდობა, გარკვეულწილად, მოვიპოვეთ.
რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის”, – აღნიშნა სურგულაძემ.