ყოველთვის ვილოცებ რეფორმისთვის - საპენსიო სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ ის უნდა დარჩეს თანამდებობაზე გარკვეული პერიოდი, ის დარჩება.

„რა ქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო მიიჩნევს, რომ მე რაღაცა პერიოდი უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა. რა თქმა უნდა, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამას მე დავეთანხმები“ ,- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მისი თქმით, საპენსიო სააგენტოს გუნდმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ის ნეგატივი რაც არსებობდა საზოგადოებაში ყოფილიყო ნიველირებული.

სურგულაძის თქმით, რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ის ილოცებს.

„თავიდან გარკვეული კითხვები ისმოდა რეფორმის შესახებ. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი და კარგად იმუშავა. დღეს ეს ნეგატივი არის ნიველირებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სააგენტო, ვიდრე, ვინმე ელოდა. ეს ნდობა გარკვეულწილად მოვიპოვეთ.

რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ  ვილოცებ ყოველთვის”, – აღნიშნა სურგულაძემ.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile