პროკურატურის ცნობით, ძმის მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ბრალდებით პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში ი.ა.-მ ძმის მეუღლეს გ.პ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც გ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ი.ა.-მ გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წაუკიდა ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს, რამაც 8 710 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია”, – აცხადებს პროკურატურა.