ე.წ. არჩევნები საერთაშორისო სამართლის ცხადი დარღვევაა - მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„საქართველოს მიერ დროებით არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს მიჰაი პოპსოი სოციალურ ქსელში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ოფიციალური თბილისი ე.წ. არჩევნებს გმობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.