Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

პუბლიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.

კითხვაზე, გსურთ, რომ „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 68%;
  • „ქართული ოცნება“ დარჩეს უმრავლესობაში – 32%.

სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 33%-ს კი უმრავლესობაში „ქართული ოცნების” დარჩენა ერჩივნა.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% „ნამდვილად აპირებს”, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 

ამასთან, მოსახლეობის 60%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 40% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი – 6 ნოემბრის პერიოდში.