ეკა ხერხეულიძე: გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით,  გენშტაბის ყოფილი უფროსი, ბერლინში დაკავებული გიორგი კალანდაძე თავისუფალია.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.

როგორც პროკურატურაში აცხადებდნენ, ისინი აპირებდნენ მიემართათ გერმანული მხარისთვის გიორგი კალანდაძის ექსტრადირების საკითხზე.

ოფიციალურ წყაროებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია გერმანიაში გიორგი კალანდაძის გათავისუფლების შესახებ.


2012 წლის ნოემბერში გიგი კალანდაძე საქართველოში დააკავეს. მას ბრალი ჰქონდა წაყენებული სამ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. საქალაქო სასამართლომ ის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში.

2015 წელს პროკურატურამ გიგი კალანდაძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ახალაიასთან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავასა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს რომან შამათავასთან ერთად. ის ამ დროისთვის უკვე საქართველოში არ იმყოფებოდა და უკრაინაში ცხოვრობდა.