ეკა მიშველაძე Facebook-პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე Facebook-პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს.

„ქართული ოცნების“ წევრების მიმართ „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტების გამო, შეურაცხყოფის საბაბით, რეპრესიული კანონის საფუძველზე სასამართლოში 18 ადამიანი დაიბარეს: ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.

Facebook-პოსტის გამო გუშინ დააჯარიმეს მარიამ გეგუჩაძე – 3000 ლარით, გიორგი მაქარაშვილი – 4000 ლარით, დეა მამისეიშვილი – 3000 ლარით, მიშა მშვილდაძე 4000 ლარით.

ტელეწამყვანების: ვიკა ბუკიას, ვახო სანაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის 12 ივნისის სასამართლო პროცესები გადაიდო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, — პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა — ის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.