ეკა ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ “ქართული ოცნების” ოფისში ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს.

ტიკრაძემ მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს.

მან თქვა, რომ მინისტრობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო და მისი ყველა ქმედება მოქალაქეების ჯანმრთელობისკენ გამოამჯობესებისკენ იყო მიმართული.

“გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტიის პოლიტსაბჭოში და აქედან გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის სისტემები.” – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

ეკა ტიკარაძე 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს.