ეკლესიას ნუ ეჭიდავებით, გამოწვევას მივიღებთ... არჩევნების წელია - ეპისკოპოსი იაკობი

პუბლიკა

„გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით” – თქვა ეპოსკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას.

„ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ”. – ამბობს ის.

ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით. არ გვინდა, წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ ვინ უშველის იმათ, ჩვენთან ღმერთია, იმათთან ვინ იქნება?! – ვნახოთ, ვისი აჯობებს“, – ამბობს ეპისკოპოსი.

მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა.

„ყოველთვის გამიხარდება, რომ საქართველოში მივბაძოთ დედაღვთისმშობელს, მივბაძოთ წმინდა ნინოს, თამარ მეფეს, წინდა დედოფალ ქეთევან წამებულს. ძალიან გთხოვთ ქალებს, ისე მოიქცეთ, როგორც ქალბატონებს შეგშვენით. არ გვინდა თავის გამოჩენა სკანდალებით, რაღაც-რაღაცებით. თქვენ ღვთის ხატება ხართ, თქვენში ხომ ახალი ევა ცოცხლობს. სხვას არ მივბაძოთ, ცუდი მაგალითი არ ავიღოთ. საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა, თუ სადმეა თავი შესაკლავი, ჩვენ, კაცები შევაკლავთ. ქალები რითაც ხართ ლამაზი, გონიერებით, შვილების კარგად აღზრდით, ოჯახის შენახვით, ტრადიციებით, ასეთები იყავით”. – თქვა იაკობმა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ამ კონტექსტში მას პრეზიდენტი არ უგულისხმია – „მიხვდებოდით ამას, იცით კონკრეტული პიროვნება”.