ელჩი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელობას ოფიციალურად შეუდგა

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. დეგნანმა მინისტრსა და პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი წარუდგინა და  დღეიდან ოფიციალურად შეუდგება საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას.

ამერიკის სენატმა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დეკემბერში დაუჭირა მხარი.

შეერთებულ შტატებს საქართველოში  ელჩი 2018 წლის შემდეგ აღარ ჰყავდა და მის მოვალეობას ელიზაბედ რუდი ასრულებდა.