ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

პუბლიკა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში საქმეებს დაუბრუნდება.

„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახო კალოიანის ის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს”, – წერს ის.

ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იშიმშილა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანა იყო შექმნილ ვითარებაში გამოსავალი და საფუძველი მისი შიმშილობის შეწყვეტის.