ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოტარიამ, რომელიც უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს, ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის კლინიკაში გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი და „ეს შეთავაზება არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.“

„მე ახლა ველოდები ექიმს. რეაბილტიაციის ეტაპი არის მნიშვნელოვანი. ასევე, ველოდები სააკაშვილის გადაყვანის ფაქტს. ველოდები ექიმს და გავყვები მის რჩევებს“. – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მათი თქმით, მათ ნაბიჯებს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ გაახმაურებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველესად მისი პოზიცია. როგორც მთავარი ფიგურანტის ამ პროცესებში.

მას შემდეგ, რაც ჩვენ ზუსტად დავადგენთ, რომ არის გადაყვანილი და მას შემდეგ, რაც ჩვენ ზუსტად დავადგენთ, რომ ის არის თანახმა ამ გადაყვანაზე, მას შემდეგ, რაც მის მიმართ დაიწყება უსაფრთხოების ზომების გატარება, ასევე სამედიცინო ზომების მიღება, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ შიმშილობის შეწყვეტას”, – ამბობს ნიკა მაჭუტაძე.

„შიმშილობის ჩვენი აქტიც შეწყდება, იმ წუთიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით, დატოვებს გლდანის ციხეს”, – ამის შესახებ კი დავით კირკიტაძე აცხადებს.