ელენე ხოშტარიასთვის როგორც, ქალბატონისთვის არ მიგინებია – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

პუბლიკა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნებიდან“, ლევან ონიანმა ფეისბუკზე დეპუტატ ელენე ხოშტარიას, „შუაშისტებსა“ და მიხეილ სააკაშვილს დედა აგინა. „მთავარ არხთან“ საუბრისას ლევან ონიანმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს, ბოდიში მოუხადოს ელენე ხოშტარიას და მისი გინება იმის ფონზე, რაც ხდება, ყველაზე პატარა ცოდვაა.

„ელენე ხოშტარიასთვის ლევან ონიანს არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის. ელენე ხოშტარიას ლევან ონიანმა ემოციური პოსტი დაუწერა. იქ არა მხოლოდ ელენე ხოშტარია იყო ნახსენები, მიშაც იყო ნახსენები და არანაკლები ემოციური პოსტი მივუძღვენი. იქ იყო „შუაშისტები“ ნახსენები. მე გამიჩნდებოდა კითხვა, ვინ არიან ეს შუაშისტები?  მე, როგორც საჯარო მოხელეს, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არსებობს ისეთი ქმედება, სადაც ჩემი გინება ყველაზე პატარა ცოდვაა, რაც ხდება გლობალურად“, – განუცხადა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ლევან ონიანმა.

ლევან ონიანმა  გუშინ პარლამენტში, პარლამენტის თავჯდომარის სიტყვით გამოსვლის დროს, საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა გააპროტესტა.