საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ მიმართვების საფუძველზე სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა.
ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან. ელექტროენერგიის ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სემეკის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობების განცალკევება, კერძოდ, ერთი კომპანია აღარ განახორციელებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს.
კომისიის ცნობით, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, მიწოდების ტარიფი 29 დეკემბრის სხდომაზე სემეკის მიერ დადგინდა 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა აღნიშნული ცვლილება არსებული პირობების ფარგლებში, დღეს დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ის ჩათვლით:
0 კვტ.სთ-დან-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით 17.731 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ.სთ-დან-301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 21.707 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ.სთ-დან – 26.227 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ის ჩათვლით:
110-35 კვ. – 28.267 თეთრი/კვტ.სთ;
10-6-3.3 კვ. – 30.879 თეთრი/კვტ.სთ;
0.4 კვ. – 31 960 თეთრი/კვტ.სთ.
სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ის ჩათვლით:
0 კვტ.სთ-დან – 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით-18.041 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ.სთ-დან – 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ.სთ-დან – 26.537 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ის ჩათვლით:
110-35 კვ. – 27.370 თეთრი/კვტ.სთ;
10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ;
0.4კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით:
გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი/მ3;
გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 4.518 ლარი/სულზე/თვეში;
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით – 6.503 ლარი/მ3.
შპს „რუსთავის წყლის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით:
გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი/მ3;
გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 3.004 ლარი/სულზე/თვეში;
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით – 3.703 ლარი/მ3.