ელექტრონული მენიუ რესტორნებში - რის შესაძლებლობას აჩენს „მენიუონ“ პანდემიის პერიოდში

პუბლიკა

„მენიუონ“ – ეს ელექტრონული მენიუების ახალი პლატფორმაა, რომელიც კაფე/ რესტორნებს აძლევს შესაძლებლობას, გააციფრულონ თავიანთი დაწესებულების მენიუ.

კაფე/რესტორანში შესულ მომხარებელს QR კოდის  ან რესტორნის უნიკალური კოდის საშუალებით წვდომა ექნება მენიუზე. მომხმარებელს შეეძლება, ეს ყველაფერი მარტივად აპლიკაციის გადმოწერისა და რეგისტრაციის გარეშე გააკეთოს.

მომხმარებელს შეუძლია, რეალურ დროში ნახოს კონკრეტულ მომენტში რომელი კერძებია შესაკვეთად ხელმისაწვდომი და მარტივად შეეძლება მიმტანთან შესაკვეთი პროდუქტების საკუთარი სიის შექმნა.

ციფრული მენიუების პლატფორმის ავტორები ამბობენ, რომ იდეა პანდემიის დროს გაუჩნდათ და მისი მიზანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კაფე-რესტორნებმა უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლონ საქმიანობა, რაშიც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ელექტორნული მენიუების პლატფორმა.

იდეის ავტორები ამბობენ, რომ სარეკლამო სააგენტოები კაფე-რესტორნებს ერთჯერად მენიუებს სთავაზობენ, რაც პირველ რიგში არაეკონომიურია, მეორე რიგში – გარემოსთვის საზიანო.

„მენიუონ”-ის პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს კაფე/რესტორნებს, გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე და ერთი თვის განმავლობაში უფასო წვდომა ჰქონდეთ.