ელიავას ბაზრობაზე ხანძარია

პუბლიკა

ელიავას ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. გამვლელები ადგილიდან ვიდეოს და ფოტომასალას ავრცელებენ. ჯერჯერობით უცნობია რას გაუჩნდა ცეცხლი.

„პუბლიკა“ ცდილობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ინფორმაციის მიღებას. მასალა განახლდება.

შემთხვევის ადგილიდან კადრებს ავრცელებენ ტელეკომპანიებიც.