ელისაშვილი: შორიდან ყურება არ შემეძლო, უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს, რომ უკრაინაშია, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში.

„არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა.

ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.

ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში.

მტერი უნდა დავამარცხოთ.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!” – წერს ელისაშვილი.


შეგახსნებთ, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად კიდევ ერთ ქართველი პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი წავიდა.