ელისაშვილი წულუკიანზე: ვერც კი შევადარებ განათლების მინისტრს, რომელიც სადღაც კოსმოსში დაფრინავს

პუბლიკა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს უსმენენ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან წულუკიანის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მეტ-ნაკლებად საქმიანად საუბრობს, თუმცა „ყველაფერი წაახდინა ამ ზიზღით, ცინიზმით და სიძულვილის ენით.“

„შეკითხვების ნაწილზე პასუხი მივიღე. სხვათა შორის გელათთან დაკავშირებით, საკმაოდ ამომწურავი პასუხი მივიღე – რა ეტაპზე არიან და რა უნდა მოხდეს ამასთან დაკავშირებით და რაში მდგომარეობს პრობლემა. ნაწილზე პასუხი ვერ მივიღე, მაგალითად, არქეოლოგია. უფრო მეტი მინდოდა მესაუბრა და ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლებლობა არ მომეცა. უფრო მეტი მინდოდა არქეოლოგიასა და მუზეუმებისთვის უფლებების დელეგირებაზე მესაუბრა. ნახევარზე მეტი საქმიანად საუბრობს თეა წულუკიანი, მაგრამ ორი მესამედია საქმიანი.

როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად გაერკვა რაღაც საკითხებში და ნაკლებად მოველოდი სხვადასხვა მიმართულებაზე ანალიზს, მაგრამ ეს ცინიზმი ამაზრზენია, თვითონ კი ვერ ხედავს პრობლემას, მაგრამ ამ პოზიდან დამცინავი საუბარი, რომ მოგვეშორებინა იქნებოდა საქმიანი საუბარი. ვერც კი შევადარებ განათლების მინისტრს, რომელიც სადღაც კოსმოსში დაფრინავს და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის. კულტურის დარგის პრობლემებში ჩაიხედა, როგორც ჩანს, მაგრამ ყველაფერი წაახდინა ამ ზიზღით, ცინიზმით და სიძულვილის ენით.“ – განაცხადა ელისაშვილმა.