ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

პუბლიკა

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ,  ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის,- ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში“,- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ რელიზში.