ელისო ბოლქვაძეს სურს პარლამენტში კონცერტები ტარდებოდეს და ამისთვის ფორტეპიანოს დადგმა უნდა

პუბლიკა

გამოცემა „მეტრონომმა” ქართული ოცნების დეპუტატთან, ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ჰკითხა, ისევ ფიქრობდა თუ არა საკანონმდბელო ორგანოში პორტეპიანოს დადგმაზე.

„ისევ იმ აზრზე ვარ. რაც უფრო ბევრი ვიარე პარლამენტებში, მივხვდი, რომ კარგად დამისვამს ეს საკითხი, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს აქაც”  – თქვა დეპუტატმა.

მისი თქმით, მისი სურვილია “ღია და დემოკრატიული პარლამენტის ფარგლებში, ძალიან კარგი, სასიამოვნო დემოკრატიული საღამოები და დღისით კონცერტები ჩაგვეტარებინოს. ვინც გამაკრიტიკა, იმას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ სადაც მუსიკა და ხელოვნებაა, იქ პოლიტიკაც მეტად კრეატიულია” – ამბობს ბოლქვაძე.