ელისო კილაძე ამბობს, რომ მისი მისამართით ისროლეს, დაწყებულია გამოძიება 

პუბლიკა

CNews-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ დღეს, 6 მარტს მისი მისამართით სანადირო თოფიდან ისროლეს.

კილაძის თქმით, თბილისში მეგობართან ერთად  მანქანიდან გადმოვიდა და ყაზბეგის გამზირზე ჩაუხვია.

„ერთი ადამიანი ამოგვიდგა გვერდით, რომელმაც მერე გზა გადაჭრა, ძალიან გამომცდელად გვათვალიერებდა. დაახლოებით 5 წუთში შევედი სილამაზის სალონში, რა დროსაც გაისმა გამაფრთხილებელი გასროლა. მასრა დავარდა ჩემი მეგობრის ფეხებთან. გამოვიძახეთ პოლიცია“. – თქვა ელისო კილაძემ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.