EMC წიაღისეულის მოპოვების 100 ახალი ლიცენზიის გაცემის ინიციატივას ეხმაურება

პუბლიკა

EMC საქართველოს ეკონომიკისა სამინისტროს ინიციატივას წიაღისეულის მოპოვების 100 ახალი ლიცენზიის აუქციონზე გამოტანის შესახებ განცხადების ეხმაურება.

მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიის“ დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ბუნებრივი რესურსების დემოკრატიული, გამჭირვალე და სათანადო ცოდნაზე დაფუძნებული მართვის პრინციპებთან შეუსაბამოა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება აგრძელებს პრივატიზაციისა და აუქციონის წესით ლიცენზიების გაცემის პრაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში, ჭიათურასა და სხვა რეგიონებში დაგროვებული გამოცდილება ამ პოლიტიკის სოციოეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო  2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული „წიაღის სექტორის სტრატეგია“ სამთო-მოპოვებით სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩავარდნებზე მიუთითებს, რომელთა აღმოუფხვრელად მოპოვების ლიცენზიების გაცემის მასშტაბური ტალღის წამოწყება უკიდურესად საფრთხისშემცველია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ბუნებრივი წიაღის მოპოვების ლიცენზიების გასხვისების დაანონსებული პროცესი უპირატესობას მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს ანიჭებს და გრძელვადიანი სოციალური, ეკოლოგიური და მათ შორის ეკონომიკური ხარჯების სათანადო გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს.

30 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ  „100 შეთავაზება ბიზნესს“ პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის არეალი გაფართოვდება და არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას მოიცავს, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებსაც.