ენას კბილი დააჭირე და აღიარე, რომ „ოცნების“ მარიონეტი ხარ - მელია ელისაშვილს მიმართავს

პუბლიკა

დღეს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უყრიან კენჭს. მისი საქმის გარშემო მიმდინარე პროცესები „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა მელიამ შეაფასა.

მისი თქმით, დღეს რომ პარლამენტში შესულიყო მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე პარლამენტი არ იმსჯელებდა.

„დღეს მე რომ ალეკო ელისაშვილის გვერდზე ვყოფილიყავი პროკურორები იმსჯელებდნენ პარლამენტში ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე? რა თქმა უნდა, არა, და თუ მაინც იმჯელებდნენ, ესე იგი, სწორად მოვქცეულვარ და თუ არ იმსჯელებდნენ არაფერი ასე ნათლად არ ადასტურებს იმას, რომ კანონის უზენაესობის ნიშანწყალიც არ არსებობს ამ საქმეში. როცა უნდა დამიპირებენ დაჭერას და როცა უნდათ არ დამიპირებენ“, – ამბობს ნიკა მელია.

„მთავარი არხის“ ეთერში მან ასევე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლს ალეკო ელისაშვილს.

„ალეკო ელისაშვილს ვეკითხები – შენს გვერდზე რომ ვყოფილიყავი ახლა, რას იზამდი, ან რას იტყოდი ? გადამეფარებოდი? თუ რას გააკეთებდი?  ვითმენდი, მაქსიმალურად ვითმენდი, რომ არ მიმეყენებინა შეურაცხყოფა და არც ახლა ვაყენებ. მისი ოჯახის წევრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ვცემ მე ასეთ მოცემულობას პატივს. დღეს ზის პარლამენტში და მეუბნება, რომ გირაო უნდა გადავიხადო და ამავე დროს ორი კვირის წინ მეუბნებოდა, პარლამენტში უნდა შემოსულიყავიო. ენას კბილი დააჭირე და აღიარე, რომ ხარ მარიონეტი „ქართული ოცნების“ ხელში. მორჩა და გადათავდა. შენ ხარ მარიონეტი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. გავრილოვის გასასამართლებელი მე არ ვარ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.