მელიას ვურჩევდი, გირაო გადაიხადოს, რომ არ დააკავონ - ალეკო ელისაშვილი

პუბლიკა

„მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2-თან” საუბარში ამბობს, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობა იმის დემონსტრირებაა, რომ “მე პარტიის თავმჯდომარე ვარ და შემიძლია კანონზე მაღლა ვიდგე.”

იგი მელიას ურჩევს, რომ თანხა გადაიხადოს “გირაოს, თანხას რომ გადაიხდი, არ დაგაკავებენ. ეს მარტივია”. – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი ამბობს, რომ ის და მისი თანაგუნდელი, ლევან იოსელიანი პარლამენტში მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგები იქნებიან – “ნაკლები შანსი გვაქვს, რომ სხვები დავარწმუნოთ, მაგრამ შევეცდებით”.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკური ვითარების უფრო დაძაბვა და  გამომწვევად ქცევა სწორი არ არის. “ეუბნება, რომ მაგარი ბიჭი ვარ, კი, მაგარი ბიჭია, მაგრამ ჩემი აზრით ასე არ უნდა მოიქცეს. მეგობრულად ვურჩევ. ერთადერთი, ვისაც რადიკალიზაცია სჭირდება, უკრაინაშია ის კაცი. და მისთვის სულ ერთია ვის დაიჭერენ, ვის ძვლებში დაამტვრევენ, ოღონდ აქ რაღაც დაიძაბოს”. – ამბობს ელისაშვილი.


„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა, – ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

პროცედურის მიხედვით, პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება, ბიურო საკითხს განსახილველად დააწერს საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს. კომიტეტების დასკვნის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, შეუჩერდება თუ არა დეპუტატის უფლებამოსილება ნიკა მელიას.