ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციების სიიდან ამოიღონ

პუბლიკა

Kyiv Indepentent-ის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოღებას სთავაზობს.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ქარხნის მიერ ნავთობის მიწოდების წყაროების ცვლილებაა – ევროკომისია ამბობს, რომ რუსული ნავთობის ნაცვლად, ყულევი ამჟამად ნავთობს ლიბიიდან იღებს.

კულევის ქარხნის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ 23 ნოემბერს წარდგენილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის კონტექსტში მოხვდა. პაკეტი, რომელიც რუსეთის სპორტის, სამხედროებისა და კრიპტოვალუტის სექტორებსაც ეხება, სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის შეთავაზებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქცირებული სუბიექტების სიიდან უნდა ამოიღონ, რადგან მან რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამცირა და მიწოდების ალტერნატიულ წყაროდ ლიბია აირჩია.

ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები 23 ივლისს დაუწესა. კერძოდ, ყულევის ნავტობგადამამუშავებელ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეეხო. მაშინ ევროკავშირმა დაწერა, რომ ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის, ძალაში 6 თვეში შევიდოდა.

მაშინ „ბლექსი პეტროლიუმის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ჩახნაშვილმა ევროკავშირის გადაწყვეტილება არა სანქციად, არამედ „პრევენციულ ზომად“ შეაფასა. მაშინ ჩახნაშვილმა თქვა, რომ კომპანია აგვისტოს ბოლოდან რუსული ნავთობის გადამუშავებას შეწყვეტდა.

მაშინ„რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს კონკრეტული ზომა – ექვსთვიანი ვადის დაწესება ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამრეწველო საწარმოა. ის შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტია, ყულევის ნავთობტერმინალის ტერმინალის მახლობლად მდებარეობს და მასთან ინფრასტრუქტურულად არის დაკავშირებული ნედლეულის მისაღებად და პროდუქციის ექსპორტზე გასატანად.

რამდენიმე თვით ადრე ევროკავშირი ყულევის პორტის სანქცირებასაც გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. თუმცა, მაშინ ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოიღეს.

ყულევის პორტი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორი სხვადასხვა სუბიექტია.

ყულევის ნავთობტერმინალი არის ლოგისტიკური ჰაბი, რომლის მთავარი დანიშნულება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება, რეზერვუარებში შენახვა და ტანკერებში გადატვირთვაა. ის აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 2008 წლიდან ფუნქციონირებს და იქ ნედლი ნავთობის ქიმიური გადამუშავება ან საწვავად გარდაქმნა არ ხდება.

ევროკავშირმა მაშინ განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრა“.