ენდელაძის ინფორმაციით, 26 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა | როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონებში

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, რეგისტრირებულია სულ 6192 კოვიდინფიცირებული. ბოლო 24 საათში დაემატა 326 ახალი პაციენტი. გამოჯანმრთელდა 796 ადამიანი. მათგან, ვინც კლინიკებში მკურნალობს, კრიტიკულად მძიმეა 28 პაციენტის მდგომარეობა, მათგან 26 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. 8 პაციენტი გადმოყვანილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

ახალი შემთხვევები, ენდელაძის ინფორმაციით, შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 235;
  • იმერეთი – 38;
  • თბილისი – 30;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14;
  • გურია – 6;
  • კახეთი – 1;
  • მცხეთა-მთიანეთი – 1;
  • სამცხე-ჯავახეთი -1;

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცია, რომელიც ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. ენდელაძის ცნობით, მამაკაცს, კორონავირუსთან ერთად, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია სასუნთქი სისტემის დაავადების ფონზე და მოციმციმე არითმია.