„ენერგო პრო ჯორჯია“ - ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის სოფლების ნაწილს

პუბლიკა

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გურიასა და აჭარაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მათივე ცნობით, გზებზე დიდთოვლობის გამო, სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს და უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.

„ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.