ენგურჰესის დირექტორი: გამოირთო 500 კილოვატიანი ხაზი „იმერეთი"

პუბლიკა

ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია „ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა საქართველოს მასშტაბით გამოიწვია იმან, რომ გამოირთო 500-კილოვატიანი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“.

„გამოირთო 500 კილოვატიანი ხაზი „იმერეთი”. ეს ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში. ახლა ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე.

„იმერეთზე“ არის ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგოსისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, – თქვა ლევან მებონიამ.

საქართველოში დღეს, 25 ივლისს, 08:00 საათზე, ბოლო 2 დღეში მეორედ ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოირთო.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განაცხადა, რომ ადგენს მომხდარის გამომწვევ მიზეზებს.

„ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება“, – აცხადებს უწყება.

ელექტროენერვია მთელი ქვეყნის მასშტაბი გამოირთო 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:20 საათიდან 3 საათის განმავლობაში. სსე-ს ჯერაც არ გამოუცხადებია გათიშვის გამომწვევი მიზეზი.