„ენმ-ის“ განცხადებით, შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის ჩატარებაზე მათ უარი უთხრა.

აქცია 24 სექტემბერს პარტიამ „რიყის დოქებთან“  დააანონსა – „იმ შენობასთან, რომელიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”. აქცია მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა. „თავისუფლება მიშას, არა რუსულ რეჟიმს” – არის 1 ოქტომბრის საპროტესტო შეკრების სლოგანი.

დღეს „ენმ-ის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ „თურმე არ შეიძლება, აქცია ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით“.

ფავლენიშვილმა თქვა, რომ „მიუხედავად ნებისმიერი ტექნიკური დაბრკოლებისა“, აქცია 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე მაინც გაიმართება.

განახლება: 

რამდენიმე საათში პროსამთავრობო „იმედმა“ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება „ენმ-ის“ აქციასთან დაკავშირებით. უწყება ამბობს, რომ პარტიის მიერ წარდგენილი გაფრთხილება არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. ამასთან, შსს-ის განცხადებით, რიყეზე მიმდინარეობს თბილისობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა არ ჰქონდა შეკრების ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა არ იყო მითითებული მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა ამასთან, 3–4 ოქტომბერს მათ მიერ მოთხოვნილ ლოკაციებზე დაგეგმილია „თბილისობა 2026“ და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ორგანიზატორებს მიეთითათ, განეხილათ შეკრების ადგილის ან/და დროის შეცვლა“, – წერს შსს.