ენმ-ის ოფისის ფასადზე არსებული ბანერის სავარაუდო სროლაზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე, სავარაუდოდ, სროლის შედეგად დაზიანებაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ და გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. „ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, – სამბობს შსს.