ენმ-ის ოფისთან 21 პირი დააკავეს – შსს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 პირია დაკავებული, ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. მოგვიანებით, ენმ-ის ოფისთან რამდენიმე აქტივისტი და პარტიის მხარდამჭერიც დააკავეს.

შსს აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.