ენმ-ის ორგანიზებით, თბილისში ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა ავტოკოლონით სამი ლოკაციიდან დაიძრა.

მანქანები ცესკოს შენობიდან, ენმ-ის ოფისიდან და პირველი რესპუბლიკის მოედანიდან დაიძრნენ.

ზაალ უდუმაშვილმა არ გაამხილა კოლონების მარშრუტი, თუმცა აღნიშნა, რომ მანქანები მთელ ქალაქს მოიცავენ და ხმას გააგონებენ ხელისუფლებას. მისი თქმით, მიზნის მიღწევამდე აქციები გაგრძელდება, უპირველესი მიზანი კი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ავტოკოლონას ენმ-ის შენობიდან მოჰყვება, აცხადებს, რომ აქცია 3 საათიდან 5 საათამდე გაგრძელდება.

„აქციები გახდება კიდევ უფრო მწვავე თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება“, – თქვა მან.