ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები არიან:
- ეკა წამალაშვილი;
- გია ჭანტურია;
- ნიკოლოზ ვაჩეიშვილი;
- გიგი კუბლაშვილი;
- სევდია უგრეხელიძე;
- ნიკა ჭურაძე;
- მაია ჯავახიშვილი;
- მერაბ ჯანელიძე;
- ალექსანდრე კრევო-ასათიანი;
- ვანო პეტრიაშვილი;
- ნატალია მჭედლიშვილი;
- ბესო ქათამაძე;
- მამუკა ყურაშვილი;
- იგორ ნარმანია;
- ალიკა კუპრავა;
- ლევან ფერაძე;
- ბაკურ მგელაძე;
- თემურ ცამციშვილი;
- ნიკა ობოლაძე;
- ირაკლი გიორგობიანი.
ამასთან, პარტია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტის ხელმოწერის შემთხვევაში, ძველი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი წევრისთვის ახალი პოლიტსაბჭოს კარი ღიაა”.
მანიფესტისთვის, რომელიც პარტიამ 23 ნოემბერს წარადგინა, ხელი არ მოუწერია ნიკა მელიას და მის მომხრე რამდენიმე ადამიანს.
პარალელურად, ენმ-ის წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს. ყველა ვინც მოთხოვნას უერთდება ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილია პასუხისმგებელი ენმ-ში შექმნილ კრიზისზე, დაპირისპირების გაღრმავებაზე, რის გამოც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, პარტიის წევრების თქმით, ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომაა.