ენმ პარლამენტში არ შედის იმისთვის, რომ პრივილეგიები და თანამდებობები სჭირდება - დეკანოიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგის საპასუხოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტია პარლამენტში პრივილეგიებისა და თანამდებობებისთვის არ შესულა.

„ჩანდა ბატონი კობახიძის სიტყვებში შიში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ და იმ რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც  არის თვითონ კობახიძე.

ყველას მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით მას და ივანიშვილის ყველა წარმდგენელს, ვინც ახლა არის პარლამენტში ან ხელისუფლებაში, „ნაციოანლური მოძრაობა“ არ შედის პარლამენტში იმისთვის, რომ რამე სახის პრივილეგიები და თანამდებობები სჭირდება.

თანამდებობებისთვის, პრივილეგიებისთვის, კორუფციისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი ჯიბისთვის მხოლოდ „ქართული ოცნება“ არი პარლამენტშიც, ხელისუფლებაშიც, ყველა სამინისტროშიც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


„მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ ექნება თავისი ლოგიკური შედეგები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თუ პარტია ხელს არ მოაწერს მიშელის დოკუმენტს, ვერ ჩაერთვება სამუშაო ჯგუფების მუშაობაში და არ ექნება პრივილეგიები.