ენმ-ს აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ

პუბლიკა

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს საბურთალოს რაიონში მდებარე შტაბიდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხა ორი ნიღბიანი ადამიანი.

„როგორც კი სახლთან მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა, მას მყისიერად დაესხა თავს ორი ნიღბიანი პირი. სავარაუდოდ, მე როგორც ლაშამ მითხრა, მათ ხელზე კასტეტები ეკეთათ. ლაშა არის აბსოლუტურად უმოწყალოდ ნაცემი. ეს იყო თავდასხმა ლაშა ცუცქირიძეზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

შსს-დან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.