ენმ: ვანო მერაბიშვილი არაა პარტიის მენეჯმენტის ნაწილი და არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი.

„ვანო მერაბიშვილს არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.

კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნური და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია ენმ აღიქვამს როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.

ასევე, აღსანიშნავია რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, “- ამბობენ პარტიაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს.

პარტიაშ ხაზს უსვამენ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი.