თავდაცვის მიზნით ენზელ მკოიანი პეტროსიანს სროლაზე პასუხობს - კობახიძე

პუბლიკა

არავითარი საფუძველი იმისა, რომ დაკავებული იყოს ენზელ მკოიანი და მის მიმართ რამე ტიპის საქმე აღიძრას, მით უმეტეს, შეუწყდეს მას უფლებამოსილება, არ არსებობს. მე რომ გესროლოთ თქვენ და თქვენ სროლით მიპასუხოთ, ამ შემთხვევაში თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ. ეს არის არაშერჩევითი სამართალი და ვიდეოკადრებში ყველაფერი ნათლად ჩანს”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის სროლას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიდეოში, რომელიც დეპუტატმა მკოიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, გარკვევით ჩანს, რომ სროლას სამველ პეტროსიანი იწყებს, ენზელ მკოიანი კი მას სროლითვე პასუხობს, რაც კობახიძის მტკიცებით, არ არის მკოიანის დასჯის საფუძველი.

„ამ ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის აშკარა სურათი, რომელიც კადრებიდან იკვეთება, დანარჩენი არის გამოძიების საქმე. პირდაპირ და ნათლად ჩანს ამ ვიდეოკადრებში ის, რომ კონფლიქტისა და სროლის ინიციატორი არის სამველ პეტროსიანი, რომელიც უპირისპირდება პოლიტიკური თანამდებობის პირს. ეს უნდა დაადგინოს გამოძიება პროკურატურასთან თანამშრომლობით”, – განაცხადა კობახიძემ.

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა თავის ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც მასსა და სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებას ასახავს.

ენზელ მკოიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წლის 26 მარტს სამველ პეტროსიანი, რომელიც ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის” წევრია,  კიდევ ერთხელ დაესხა თავს მკოიანის ოჯახს და მისი მოკვლა სცადა.

„სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა. ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, რომლებიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს.

როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა”, – წერია მკოიანის განცხადებაში.

Սպանության փորձ 2020 թվականի մարտի 26-ին Ախալքալաքի բնակիչ 66-ամյա Սամվել Պետրոսյանը բառացի վիրավորանք հասցրեց իմ եղբոր որդուն՝ 12-րդ դասարանի աշակերտ,Արմեն Մկոյանին։ Այս հարցի շուրջ,միևնույն օրը,ժամը՝ 15:00 -ին ,Գիորգի Պետրոսյանը իր համախոհների հետ ընդդիմացավ Կարապետ Մկոյանի դեմ (իմ որդու),որն ուղեկցում էր իր հորեղբոր որդուն։Հակասությունը տեղի է ունեցել Գիորգի Պետրոսյանին պատկանող սրճարան «Gold»-ի և իմ տան մոտակայքում,այդ ձայները լսելով,վեճի հաշտեցման նպատակով ես դուրս եկա իմ տանից,իմ բարեկամներին և նրանց կողմնակիցներին խնդրեցի կազմալուծվել։Ես իմ հարազատների հետ եկա դեպի իմ տան կողմը։Իրավիճակը արդեն լուծված ու խաղաղված էր,երբ իր մեքենայով եկավ Սամվել Պետրոսյանը՝ Գիորգի Պետրոսյանի հայրը,ով Ախալքալաքի նախկին ոստիկանապետն էր, Վրաստանի խորհրդարանի նախկին պատգամավոր «Ազգային շարժման» կուսակցության կողմից,դուրս եկավ մեքենայից,գնաց իր որդու ուղղությամբ,նրան ասաց ՝— Դու գնա տուն,ես նրանց հետ կլուծեմ այս հարցերը։ Դրանից հետո հետ դարձավ իմ ուղղությամբ,արագ բարձրացրեց հրազեն ատրճանակը և երեք անգամ կրակեց իմ ուղղությամբ,ես թեքվեցի,որպեսզի փամփուշտը ինձ չդիպչեր։Մի փամփուշտն արագ սուլոցով անցավ իմ ականջի մոտով,երկրորդն ընկավ իմ ոտների տակ,երեք կրակոցից հետո նա իր ձեռքում առկա ատրճանակով այլևս չկարողացավ կրակել,քանի որ փամփուշտը խցանվել էր։ Այդ ընթացքում ես բարձրացրի իմ ատրճանակը և ինքնապաշտպանության նպատակով երկու անգամ կրակեցի դեպի օդ ուղղությամբ։ Այդ ընթացքում եկան ոստիկանության աշխատակիցները և զինաթափեցին Սամվել Պետրոսյանին։Այս գործով հետաքննության ընթացքում Սամվել Պետրոսյանի և Գիորգի Պետրոսյանի տանը որոնման հետևանքով այնտեղից հանվել են 12 այլևայլ տեսակի հրազեն զենքեր,որոնք նա ոստիկանապետի պաշտոնում եղած ժամանակ խլել է հասարակ ժողովրդից,իսկ հետո լինելով խորհրդարանի պատգամավոր օրինականացրել է։ Այս ամենը հաստատված է վկաների ցուցմունքով և միջադեպի տեղում առկա տեսախցիկների գրանցումով։ თავდასხმა მკვლელობის მიზნით ახალქალაქი – ნინოწმინდის მაჟორიტატ დეპუტატ ენზელ მკოიანზე2020 წლის 26 მარტს, ახალქალაქში მცხოვრებმა სამველ პეტროსიანმა რომელიც არის 66 წლის, სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ენზელ მკოიანის ძმის შვილს 12 -ე კლასის მოსწავლეს არმენ მკოიანს, ამ საკითხზე იმავე დღეს, 15 საათზე, გეორგი პეტროსიანი მომხრებთან ერთად სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან მხოლოდ სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ არმენ მკოიანის ბიძაშვილს კარაპერტ მკოიანს, რომელსაც ახლდა თავისი ნათესავები. დაპირისპირება მოხდა გეორგი პეტროსიანის კაფე “გოლდის“ და მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლის მიმდებარედ გზაზე, სიტყვიერი კონფლიქტის განმუხტვის მიზნთ, ხმაურზე სახლიდან გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელმაც მოუწოდა თავის ახლობლებს და მეორე, დაპირისპირებულ მხარეს, რომ დაშლილიყვნენ, მის მოწოდებაზე მკოიანების თანმხლები პირები წამოვიდნენ ენზელ მკოიანის მხრაეს და მისი საცხოვრებელი სახლისაკენ ენძელ მკოიანთან ერთად. სიტუაცია უკვე განმუხტული იყო, როდესაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა სამველ პეტროსიანი, გეორგი პეტროსიანის მამა, რომელიც არის ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდდან, გაბრაზებული სასწრაფოდ გადმოვიდა ავტომანქანიდან, წავიდა თავისი შვილის მიმართულებით დაუძახა შვილს შედი სახლში ამათ მე გავუსწორდები, შემობრუნდა ენძელ მკოიანის მხარეს სასწრაფოდ ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტური იარაღი TT დამიზნებით სამჯერ ესროლა მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს, რომელიც სხეულის მოძრაობებით ცდილობდა მათ არიდებას, ერთმა ტყვიამ ყურთან ახლოს ჩაუარა, გაიგო მისი ზუზუნის ხმა, ერთი კი მის ფეხებთან მოხვდა ასფალტს, სამი გასროლი შემდეგ სამველ პეტროსიანის ხელში მყოფმა პისტოლეტმა ვეღარ გაისროლა „გაიჭედა“ ტყვია, ამასობაში ენზელ მკოიანმა ამოიღო თან მქონი, მასზე გაფორმებული იარაღი თავდაცვის მიზნით, რომ შეშინებოდა სამველ პეტროსიანს მოახდინა ჰაერში ორი გასროლა, ამასობაში იქ მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა განაიარაღეს სამველ პეტროსიანი, რითაც ამოიწურა კომფლიქტი. საქმეზე დაწყებული გამოძიების პროცეში სამველ პეტროსიანის და მისი შვილის გეორგი პეტროსიანის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 12 დასახელების სხვადასხვა ტიპის ცეცვხლსასროლი იარაღი, რომელიც ამოიღო მოსახლეობიგან, ახალქალაის პოლიციის უფროსის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ხოლო როდესაც მიიღო დეპუტატის მანდატი, ეს იარაღი საკუთარ სახელზე კანონიერად გადაიფორმა.ეს ყველაფერი დადასტურებულია მომწმეთა ჩვენებით და შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით. Покушение на депутата26 марта 2020 года житель Ахалкалаки 66 летний Самвел Петросян словесно оскорбил 18-летнего ученика 12 класса, моего племянника, Армена Мкояна. Это послужило поводом для словесной перепалки между двоюродным братом Армена Мкояна, Карапетом Мкояном и сыном Самвела Петросян а, Георгием, которая состоялась в 15 часов того же дня во дворе кафе "Голд", находящегося напротив моего дома. Услышав громкие голоса у своего дома, я вышел, увидел, молодых людей, призвал их всех к порядку. Мне удалось помирить их, конфликт был разрешён. Затем я со своими родственниками направился к собственному дому. В этот момент на машине подъехал Самвел Петросян, отец Георгия Петросяна. Хочу отметить, что Самвел Петросян – бывший депутат парламента от ЕНД, бывший начальник полиции, ныне член Сакребуло Ахалкалакского муниципалитета от партии "Альянс Патриотов". Самвел Петросян вышел из машины, направился к сыну и сказал, что сам разберется, достал пистолет, повернулся в мою сторону и выстрелил. Мне удалось уклониться от выстрелов : одна из пуль пролетела мимо головы, другая упала мне под ноги. Эти пули могли ранить кого угодно, ведь всё это происходило на центральной улице,днем, среди прохожих! Всего было три выстрела, потом пистолет дал осечку, что и спасло мне жизнь. В целях самозащиты и предотвращения дальнейшей стрельбы я достал свой пистолет и дважды выстрелил в воздух. В это время сотрудникам правоохранительных органов удалось отобрать у Петросяна оружие и завершить конфликт. По данному факту возбуждено уголовное дело. В ходе обыска в доме Петросяна было обнаружено 12 видов оружия,которое он отобрал у населения, когда занимал должность начальника полиции, затем узаконил, уже будучи депутатом парламента. Всё это было подтверждено показаниями свидетелей и зафиксировано камерами наблюдения.

Posted by Enzel Mkoyan on სამშაბათი, 31 მარტი, 2020

რაც შეეხება სამველ პეტროსიანს, მისი ინტერვიუ jnews-თან „სამხრეთის კარიბჭემ” თარგმნა. ინტერვიუში პეტროსიანი ამბობს, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მკოიანის შვილი მასთან შესარიგებლად მივიდა.

„ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს, რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ – მე და ჩემამდე ვინც ისროდა.

ინციდენტი არა მკოიანების სახლთან, არამედ ჩვენს კაფესთან ახლოს, მეტიც, კარებთან დაიწყო. ენზელის შვილი 3–4 ადამიანთან ერთად მოვიდა მეგობრულად ჩემს შვილთან სასაუბროდ. ისინი საუბრობდნენ კონფლიქტის გარეშე. უნდოდათ ურთიერთობების გამოსწორება. ამ მომენტში მოვიდა ძმა (იგულისხმება ენზელ მკოიანის ძმა), ხალხით სავსე 5–6 მანქანით და მოულოდნელად დაესხნენ თავს გეორგს [იგულისხმება სამველ პეტროსიანის შვილი]. ყველაფერი ასე დაიწყო.

მე ვისროლე ჰაერში, არ ვიცი, ვინ ისროლა პირველმა. მე გავედი ინციდენტის დასასრულს და ჰაერში გავისროლე, რადგან ისინი მოშორებოდნენ ჩემს შვილს. ისინი იძახდნენ – მოკალით პეტროსიანი და მისი შვილიო”, – ამბობს ინტერვიუში პეტროსიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით „პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და 2001 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.