ენზელ მკოიანის თქმით, მან მაჟორიტარად რეგისტრაციისთვის კომისიაში საბუთები წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს. ინფორმაციას მკოიანის გადაწყვეტილებაზე სათემო რადიო „ნორი“ ავრცელებს. რადიოს ცნობით, ენზელ მკოიანმა ახალქალაქის საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები წარადგინა.

„დიახ, მართალია, მე საბუთების უმეტესობა წარვადგინე კომისიაში, კიდევ რამდენიმე სერთიფიკაცის წარდგენა მჭირდება. ძალიან საპასუხისმგებლობა საქმეა, ხალხს სურს ჩემი არჩევა და მეც მსურს, რომ ვიყო მეხუთედ პარლამენტის წევრი“, – ამბობს ენზელ მკოიანი.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატად პარტიული სიით გასული მოქმედი დეპუტატი, სამველ მანუკიანი წარადგინა.