ეპისკოპოსმა იაკობმა ნინო ლომჯარიას ხატები აჩუქა

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა სახალხო დამცველმა და ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

ომბუდსმენმა შეხვედრა შეაფასა, როგორც კონსტრუქციული და პოზიტიური.

მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველს შეხვედრის შემდეგ წმინდა ნინოსა და ღვთისმშობლის ხატები გადასცა საჩუქრად.