ექიმებმა მარნეულში აივნის ნგრევისას დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს

პუბლიკა

ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.

გუშინ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. როგორც რადიო „მარნეული“ წერს, არსებული ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა.

ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.